logo
ENG


დეკანოიძე: მოვუწოდებ პრეზიდენტს, აიღოს პასუხისმგებლობა და გაათავისუფლოს გვარამია
  • 360ნახვები

ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან პირდაპირ წერია ნიკა გვარამიას თავისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაში და პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, ამას ჩვენ მოვიფიქრებთ, იმიტომ რომ ეს პარტნიორებთან სერიოზულად განსახილველი საკითხია, შეასრულოს, აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს, იმიტომ რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს. ახლა ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, დროა მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს, აიღოს, გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის, დიახ, გადადგას ეს ნაბიჯი. ეს არის მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის და რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას თავისუფლება, რომელიც პირდაპირ ჩაწერილია რეზოლუციაში, უნდა იყოს შესრულებული.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა