logo
ENG


დეკანოზ მამალაძის ადვოკატი: სტრასბურგმა დაადგინა, რომ საქმის სამართლიანი განხილვა დაირღვა
  • 834ნახვები

ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი - ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2)დარღვევა. როგორც იურისტმა ამ ურთულეს საქმეზე მუშაობის ძალიან რთული ოთხი წელი გავიარე მარტო. ასეთი მნიშვნელობის პროფესიული გამარჯვება გირგვლიანის საქმის მოგების მერე სტრასბურგის სასამართლოში არ მქონია.

აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს 9 418 ლარის გადახდა დააკისრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა