logo
ENG


ხვიჩია: იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს არ ვიბრძოლებ
იაგო ხვიჩია
04 ნოე, 2022 17:01
ხვიჩია: იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს არ ვიბრძოლებ
  • 674ნახვები

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, სადაც უნდა იქ გაიაროს, შეიკრიბოს მშვიდობიანად და უიარაღოდ. მაგრამ არსებობს რაღაც ტიპის უფლებები, რომელთა რეალიზებისთვის მე ვიბრძოლებ და არ ვიბრძოლებ: მაგალითად იმ უფლების რეალიზებისთვის, რომ ვიღაცამ სადმე სექსუალურ პრაიდზე გაიაროს, მე არ ვიბრძოლებ, იქიდან გამომდინარე, რომ მე სხვა პრიორიტეტები მაქვს და მგონია, რომ თუნდაც სექსუალური უმცირესობების თემის წარმომადგენელი, რომელიც ციხეში ზის, ის უფრო იმსახურებს... უფრო იმსახურებს კი არა, როგორ გითხრათ უფრო სწორი პასუხი, საჭიროებს უფლებების დაცვას უფრო და მისი უფლებების მიხედვას, ვიდრე ადამიანი, რომელიც ახლა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სად ჩაატაროს პრაიდი.

თუმცა, როგორც გითხარით, არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, რითაც მე დღევანდელი გამოსვლა დავიწყე და ამ პოლიტიკური კონსენსუსის ფარგლებში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც მოუნდება ასეთი ტიპის აქტივიზმი მე ვეცდები, ხელი არ შევუშალო. პირადად ჩემი ინტერესები ეს არ არის. პირადად ჩემი ინტერესები სულ სხვა კატეგორიის უფლებების დაცვაა და არა ვთქვათ, სადღაც გადაადგილების რაღაც კონკრეტულ ღონისძიებაზე.

 
 
 

განაცხადა ომბუდსმენობის კანდიდატმა და პარტია გირჩის წევრმა იაგო ხვიჩია, პარლამენტში გამოსვლისას. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა