logo
ENG


ზელენსკი: დონეცკში რუსეთმა იმაზე მეტი სამხედრო და იარაღი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში
  • 532ნახვები

ყველაზე სასტიკი ბრძოლები მთელი კვირის განმავლობაში კონცენტრირებულია დონბასში - ბახმუტსა და სოლედარში. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს. დონეცკის ოლქის ამ და ზოგიერთ სხვა რაიონში რუსულმა ჯარმა უკვე დაკარგა იმდენი სამხედრო და საბრძოლო მასალა, რამდენიც სავარაუდოდ არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად. მაგრამ რუსეთის ზარალის რეალური რიცხვი რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია...

ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის - სამართლიანი მშვიდობისთვის, რომლის ფორმულა არაერთხელ გამოგვითქვამს. მსოფლიომ იცის ჩვენი პოზიცია: ეს არის გაეროს წესდების პატივისცემა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ჩვენი ხალხის პატივისცემა და სათანადო პასუხისმგებლობა ტერორზე – სასჯელი ყველას, ვინც დამნაშავეა და სრული კომპენსაცია რუსეთის მიერ ჩვენთვის მიყენებული ზიანისთვის. უკრაინა თავისუფალი იქნება. და მთელი ჩვენი საზღვრები აღდგება - ხმელეთზეც და ზღვაზეც, აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც

 

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა