logo
ENG


ვოლსკი ანგარიშზე: ივანიშვილზე შეტევა მთავარი საკითხია შესწორებებში, შინაარსით უსამართლოა
გია ვოლსკი
08 ნოე, 2022 22:46
ვოლსკი ანგარიშზე: ივანიშვილზე შეტევა მთავარი საკითხია შესწორებებში, შინაარსით უსამართლოა
  • 376ნახვები

მთლიანად ანგარიში, ასე ვთქვათ, ცუდი არ არის, არის რაღაც პოზიტიური ტენდენციები, საკმაოდ დამაჯერებლად წარმოაჩენს ქართულ პოზიციას ევროსივრცეში, მაგრამ ეს დამატებები დისონანსურია მთლიანად, როგორც მოხსენების კონტექსტში, ასევე რეალობასთან შესაბამისობაში რაც არსებობს ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო. პირველი, რაც უნდა ითქვას, აშკარად გამოიკვეთა, რომ შეტევა ბიძინა ივანიშვილზე არის თემა, რომელიც მთავარი საკითხია შესწორებებში და თავისი შინაარსით იმდენად უსამართლოა, ნებისმიერ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად არ მონაწილეობს ამ განხილვებში, ნებისმიერ ადამიანს ვისაც ამას მოუყვები და აღუწერ სიტუაციას, აუცილებლად გაუჩნდება ორი შეკითხვა: პირველი, რომელიც ეხება ივანიშვილის პიროვნებას, რამდენად ჩართულია პოლიტიკაში და მისი პოლიტიკაში ჩართულობა რამდენად აისახება საქართველოს ყოველდღიურობაში. რომც ჩართული იყოს, ამაში არაფერი არ არის, მაგრამ ამის თქმის მიზეზი არ არსებობს. მაშ რა ხდება? რატომ არის ეს გააფთრებული შეტევა ამ კონკრეტულ პიროვნებაზე და რა უნდათ?

ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ვროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშის მიღებას. ეს განცხადება მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.

ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა