logo
ENG


ბაიდენი ხერსონიდან რუსების გაყვანის ბრძანებაზე: დასტურია, რომ დიდი პრობლემები აქვთ
ჯო ბაიდენი
10 ნოე, 2022 09:13
ბაიდენი ხერსონიდან რუსების გაყვანის ბრძანებაზე: დასტურია, რომ დიდი პრობლემები აქვთ
  • 350ნახვები

საინტერესოდ მეჩვენა ის, რომ შეერთებულ შტატებში არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ რუს სამხედროებს დიდი პრობლემები აქვთ. გასარკვევია, არის თუ არა მზად რუსეთთან კომპრომისისთვის უკრაინა. ჩემი მოლოდინია, რომ უკრაინის მხარდაჭერა უწყვეტად გაგრძელდება. ვფიქრობ, ამერიკელმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რომ რესპუბლიკელებისგან ჩემთან მუშაობის მზადყოფნას ელიან. საგარეო პოლიტიკის სფეროში, იმედი მაქვს, ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მიდგომას უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ ანექსირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანების გაცემას ეხმაურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა