ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა, ტერიტორიების დაბრუნება, რომ პრეზიდენტმა პუტინმა და მოსკოვმა სწორად არ შეაფასა უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერე. მათ ასევე ვერ შეაფასეს NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მზადყოფნა, ერთიანობა მთელ მსოფლიოში, მხარი დაუჭიროს უკრაინას. უკრაინული ძალების სიმამაცე, გამბედაობა, რა თქმა უნდა, წარმატების მთავარი მიზეზია, მაგრამ ასევე აუცილებელია ის მხარდაჭერა, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ.
ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.