logo
ENG


თალაკვაძე: ივანიშვილის ლიდერობით საქართველოში რეალური დემოკრატია დაბრუნდა
  • 395ნახვები

რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბატონი ბიძინა ივანიშვილის უკან. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო პოლიტიკური ლიდერობითაც საქართველოში მოქალაქეებს, პირველ რიგში,  დაუბრუნდათ სახელმწიფო, საქართველოში დაბრუნდა რეალური დემოკრატია, როდესაც მოქალაქეების ხმას, მათ არჩევანს, მათ პრობლემებზე საუბარს აქვს აზრი. როდესაც ჯანდაცვა, სოციალური დაცვის სისტემა, მართლმსაჯულება, სამართალდამცავი სტრუქტურები ემსახურებიან მოქალაქეებს. როდესაც ბიზნესი არის თავისუფალი, მედია არის უფრო მრავალფეროვანი და საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის რეალურად ის საქმეები, რაც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობით გაკეთდა საქართველოში. 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.  ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიში მიიღო. ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ. კომპრომისულ ვარიანს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა