logo
ENG


ზელენსკი: გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს [ხერსონში] ომის 400-ზე მეტი დანაშაული
  • 554ნახვები

გამომძიებლებმა უკვე დააფიქსირეს რუსების მიერ ჩადენილი ომის 400-ზე მეტი დანაშაული. ნაპოვნია როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების, ასევე სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები. ხერსონის რეგიონში რუსულმა ჯარმა დატოვა იგივე სისასტიკე, როგორიც ქვეყნის სხვა რეგიონებში, სადაც შესვლა შეძლეს. ჩვენ ვიპოვით ყველა მკვლელს და მათ პასუხისგებაში მივცემთ. დონეცკის ოლქში ბრძოლები ისეთივე ინტენსიურია, როგორც წინა დღეებში. რუსეთის შეტევის დონე არ იკლებს. ჩვენი მებრძოლების გამძლეობისა და გამბედაობის დონე კი უფრო მაღალია. არ დავუშვებთ ჩვენი დაცვის გარღვევას. მადლობა თითოეულ მეომარს ამისთვის

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა