აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა, ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საქმეები დაგველაგებინა. იმიტომ, რომ ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი. რაც გარდამტეხი იქნება უკრაინისა და მსოფლიოსთვის. დიდი ბრიტანეთი უარყოფს ამ აგრესიას. მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.
განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა G20-ის სამიტზე.