ჩვენ დავასრულეთ უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრა და ეს იყო კიდევ ერთი უაღრესად წარმატებული სესია. ჩვენ შევიკრიბეთ მაშინ, როდესაც რუსეთი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქვეყნის ენერგეტიკული ქსელის დაბომბვას, მაგრამ რუსეთის მიზანმიმართული სისასტიკე მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას. გავაგრძელებთ უკრაინის უფლების მხარდაჭერას, დაიცვას საკუთარი თავი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. მოხარული ვარ, რომ შემიძლია განვაცხადო, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ჩვენ გავაგზავნეთ უკრაინაში ახლა მოქმედებაშია და მათი მუშაობა აქამდე ძალიან შთამბეჭდავი იყო. მათ ჰქონდათ 100%-იანი წარმატების მაჩვენებელი რუსული რაკეტების ჩამოგდებაში
თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდაჭერის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედის დასრულების შემდეგ.