logo
ENG


დონფრიდი: საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ჩვენი ელჩის კრიტიკა შემაშფოთებელია
  • 905ნახვები

შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორია მისი დამოუკიდებლობის დღიდან. ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მიაღწია პროგრესს, სწორედ ამაზე იყო დაფუძნებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ, ჩვენთვის ძალზე შემაშფოთებელია, რადგან ვნახეთ დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში. აღმაშფოთებელია კრიტიკა ჩვენი ელჩის მისამართით. ჩვენ ველაპარაკეთ საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე და ხაზი გავუსვით, რომ კრიტიკა, რომელიც მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფებიდან მოდის, ძირს უთხრის ჩვენს პარტნიორობას

ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა