რას ნიშნავს სხვა სიტუაციაა უკრაინაში? ოლიგარქი შეიძლება იყოს საქართველოში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე და უკრაინაში სხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე? მაშინ კი ბატონო, უნდა გავაკეთოთ ასე, უკაცრავად ირონიისთვის. ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც თავისი სამშობლოსათვის რაღაც მატერიალურ თანხას გაიღებს ხოლმე და აშენებს ეკლესიას, აშენებს პარკს, აშენებს რაღაცას მოამრავლებს გადაშენებულ ჯიშებს - ცხოველების, ფრინველების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ინახავს, რეაბილიტაციას უკეთებს, თეატრებს აშენებს - აი ეს არის ოლიგარქი. კი ბატონო, ჩავწეროთ მაშინ ეს. ნორმალურია ეს მსჯელობა? მაშინ მოერგება [ივანიშვილს], კი ბატონო, და დაწყნარდებიან ეს ადამიანები. სხვა კრიტერიუმით არ ერგება და არ ხდება იდენტიფიცირება კანონის, რომელიც უკრაინაში მიჩნეულ იქნა კარგად.
განაცხადა ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.