logo
ENG


ღარიბაშვილი: ჩვენი კოლეგები 24 საათი მუხლჩაუხრელად მუშაობენ რეკომენდაციების შესასრულებლად
  • 428ნახვები

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი კოლეგები, ძვირფასი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში შეიძლება ითქვას მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. თქვენ [ოპოზიცია] რას აკეთებთ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, მეგობრები, დაასრულეთ ეს სამარცხვინო რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით, ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე. სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა