logo
ENG


სამნიძე ღარიბაშვილს: კრიტიკას უნდა ადეკვატური აღქმა და არა თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე
  • 608ნახვები

თქვენი რიტორიკა, რომ ომში ჩათრევა უნდათ - ომი დაიწყო ომში ჩაგვითრევს, ომი და აგრესია მოდის ყოველთვის რუსეთიდან. ის ქვეყნები, ვინც დღეს ჩვენ საკუთარი მეგობრობის გამო კრიტიკულ განცხადებას აკეთებენ, აკეთებენ იმიტომ, რომ თვალი გაახილოს ხელისუფლებამ. კრიტიკა ოპოზიციის მხარესაც ისმის ხაზს გავუსვამ ამასაც. თქვენ ხელისუფლებაში ხართ 10 წელია. ევროპა არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი პირველ რიგში და არა რომელიმე ხელისუფლების. კრიტიკას უნდა ადეკვატური აღქმა და არა თავდასხმები ევროპელ პარტნიორებზე, კრიტიკას სჭირდება მუშაობა მათ შორის ოპოზიციასთან ერთად და არა თავდასხმა ელჩზე და განცხადებები, რომ ამერიკული ფული თურმე საერთოდ არ არის საჭირო და რომ ჩალის ფასი აქვს რომელიმე რეზოლუციას. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ეს ტრიბუნა გამოიყენოთ იმისთვის, რომ მკაფიოდ თქვათ, აშშ-სა და ევროპარლამენტში იმ კრიტიკული განცხადებების შემდეგ, სად არის მთავრობა.

ასე მიმართა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა