შავით თეთრზე საუბარია, რომ ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილის სახით, უნდა დაექვემდებაროს დასავლურ სანქციებს. არა მგონია, რომ ნორმალურ რეალობაში გასახარად გვქონდეს ჩვენ საქმე, როდესაც დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათი წარმომადგენლები ითხოვენ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, მაგრამ როდესაც ევროპის კონტინენტზე რეჟიმი არის უკონტროლო და არ ექვემდებარება დემოკრატიულ წეს-წყობილებას, ამ რეჟიმის სულის ჩამდგმელი რუსი ოლიგარქი ივანიშვილია, დიახაც, აქედან გამომდინარეობს მთელი რიგი კასკადი რეზოლუციებისა, რომელიც გამოიცემა ერთი მეორეზე მიყოლებით
განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.