logo
ENG


ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 4 700 რაკეტაზე მეტი გამოიყენა
  • 518ნახვები

დღეს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 270-ე დღეა. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 4 700 რაკეტაზე მეტი გამოიყენა. ასობით ჩვენი ქალაქი უბრალოდ დამწვარია. ათასობით ადამიანი დაიღუპა. ასობით ათასი დეპორტირებულია რუსეთში. მილიონობით წავიდა უკრაინიდან სხვა ქვეყნებში, რათა ომს გადარჩენოდნენ. იცით, რა არის სარაკეტო თავდასხმა? ეს ნიშნავს 20 მილიონზე მეტი ადამიანის უშუქოდ დატოვება. ასეთი დაზიანება მიიღო ენერგოსისტემამ, ასეთი იყო საგანგებო ავარიული გათიშვა. გაითიშება რეაქტორები ჩვენს ორ ატომურ სადგურზე - სარაკეტო იერიშის გამო. ყოველთვის ვამბობ: მშვიდობის დაბრუნება შესაძლებელია! მაგრამ ეს შესაძლებელია, როცა მსოფლიოში ყველას ესმის, რომ არავინ ცხოვრებაში არ იმსახურებს ტერორის არც ერთ დღეს

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა