logo
ENG


დავითაშვილი: უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, ის ისტორიულ მინიმუმზეა
  • 608ნახვები

ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე. 2022 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 15.6% შეადგინა. ეს უკეთესი მაჩვენებლია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად - 77.5 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 47.4 ათასი ადამიანით. საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დასაქმების არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ.

 

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა