logo
ENG


კრამერი: უნდა განვასხვაოთ ქართველი ხალხი და მთავრობა, ხალხი პროდასავლურ განწყობაზეა
  • 528ნახვები

ძალიან შემაშფოთებელია რაც ხდება ამჟამად საქართველოში, იმ რიტორიკის ჩათვლით, რომელიც ვრცელდება ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც თავს ესხმიან სენატორ შაჰინს ძალიან ცუდი გზებით და ასევე დეგნანის წინააღმდეგ. ეს არის თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების, კონკრეტულად ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელმაც საქართველოს გაუწია იმაზე მეტი დახმარება ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერმა სახელმწიფომ. ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია და გარკვეულ მონაკვეთში აშშ-მ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობა მიდის არასწორი მიმართულებით და უნდა მიიღოს გარკვეული ზომები იმისათვის, რომ მოახდინოს საკუთარი უკმაყოფილების დემონსტრირება ამ ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა. ქართველი ხალხი კვლევების მიხედვით ძალიან პროდასავლურ განწყობას ინარჩუნებს თუმცა მთავრობა, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ განსხვავების აღნიშვნა. 

განაცხადა ფორმულას ეთერში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დეივიდ კრამერმა.

[სინქრონული თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა