logo
ENG


კალაძე: არავის სურს არა თუ სააკაშვილის, არცერთი პატიმრის სიკვდილი
კახა კალაძე
22 ნოე, 2022 14:49
კალაძე: არავის სურს არა თუ სააკაშვილის, არცერთი პატიმრის სიკვდილი
  • 408ნახვები

ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და როდესაც ხარ პოლიტიკაში და ხარ პოლიტიკოსი და მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და ძალიან სამწუხაროა, რაც ხდებოდა ქვეყანაში გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მიმართ, რა ვითარება იყო, როგორი დამოკიდებულება იყო ბიზნეს სექტორის მიმართ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ეს ძალიან მძიმე იყო და მგონია, რომ ყველამ, ვინც  დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით, უნდა აგოს პასუხი.

არავის არ სურს არა თუ მესამე პრეზიდენტის, არცერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხელ სააკაშვილის, ასევე, ყველა პატიმრის შემთხვევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა