ბუღაძე: ილია II-მ ომის, ბავშვების მკვლელის დამლოცავ სატანის მოციქულს მიულოცა დაბადების დღე
ილია II-მ ომისა და ბავშვების მკვლელის დამლოცავ სატანის მოციქულს მიულოცა დაბადების დღე. ანტიქრისტეს ეკლესია კგბ-ს ვეტერანის ცოცხლად ხრწნის აღმნიშვნელ თარიღს ზეიმობს...
მორიგი გიორგობა დადგა, მაგრამ ჩვენთან ჯერაც ვერ დასცა გველეშაპი წმინდა გიორგიმ...
სოციალურ ქსელში წერს მწერალი ლაშა ბუღაძე. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და უსურვა, რომ "რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის."