logo
ENG


შმიგალი: კრემლს არასტაბილურობა აინტერესებს, როგორც 1933 წელს უკრაინელების სიკვდილი
  • 500ნახვები

კრემლში ახლა ესმით უკრაინის მნიშვნელობა როგორც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი და ყველანაირად ცდილობენ უკრაინის ექსპორტი დაბლოკონ. ამით ქმნიან ხელოვნურ შიმშილს სხვა ქვეყნებში. რუსეთისთვის ეს მსხვერპლი სასურველია. სამწუხაროდ მათ გლობალური არაასტაბილურობა აინტერესებთ, ისე როგორც 1933 წელს უკრაინელების სიკვდილი აინტერესებდათ

განაცხადა უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა.  ჰოლოდომორი - მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა (ზოგიერთი მონაცემებით 10 მილიონამდე). შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით კოლექტიურ მეურნეობებში გააწევრიანა.



ასევე ნახეთ
close დახურვა