ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები და არტისტები და ივნისი-ივლისი-აგვისტო, სექტემბრის დასაწყისიც, ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე "ბლექ სი არენაზეც". ამ მიზნით გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.