logo
ENG


კობერიძე საპატრიარქოზე: სახელმწიფოა შემძვრალი მათ კელიებში, მედია პირიქით, თავს იკავებს
  • 986ნახვები

თავს ვიტყუებთ, საერთოდ ამაზე როდესაც სერიოზულად ვსაუბრობთ. რა განცხადებებს აკეთებენ? აგერ სუს-ის ფაილები დაიდო და თუ მაგაზე წუხან, ვინ რატომ უყურებს, მოჰკითხონ იმას, როცა სახელმწიფო არის შემძვრალი მათ კელიებში, მობილურებში და მათ მთლიან ცხოვრებაში და ყველაფერი ატვირთულია და ყველამ შეიძლება ნახოს, თავები და ტომები დევს ჯერ თვითონ როგორ იქცევიან, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. თუ ეგ აღელვებთ რატომ იხედებით ჩვენთან და კარგად გაგვაშუქეთო, როგორ აშუქებს ჩვენი ხელისუფალი, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოება, მაგას შეხედონ, თორემ პირიქით, მედია თავს იკავებს, თორემ ის ფაილები ყრია. ამაზე მგონია, რომ მედიაც უფრთხილდება, ამხელა ინსტიტუცია, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს, ხალხს სჯერა რომ ფრუსტრაცია ჩავარდეს, რომ ნახოს სინამდვილეში, რამხელა მორალური პრობლემები აქვს ამ ინსტიტუტს, მათ შორის სახელმწიფოს, რომელიც ასე აკვირდება ყველაფერს და მათ ცხოვრებაშია ჩარეული, უბრალოდ ხალხმა შეიძლება ვერც კი დაიჯეროს და ცხოვრებაზე სხვანაირად დაფიქრდეს, რასაც ვერ რისკავს ზოგიერთი მედია. თორემ მედიამ რომ ეგ მოინდომოს, არანაირი თქვენი კამერა არ დასჭირდება და მიკროფონი, ტომებს გამოსცემ იმდენი მასალები ყრია ინტერნეტში, ეგენი რას, როგორ შვრებიან.

ასე ეხმაურება გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი ცოტნე კობერიძე საპატრიარქოს განცხადებას, რომელშიც ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმაზე "უმკაცრესი შეფასებისა და რეაგირების" საჭიროებასთან ერთად, საპატრიარქო მედიას ესხმის თავს და ამ კონტექსტში "ამორალურობასა და დაუნდობლობაზე" საუბრობს



ასევე ნახეთ
close დახურვა