logo
ENG


მამა ზაზა საპატრიარქოზე: არასწორი მიდგომაა, რომ თითქოს მედია ახდენს ეკლესიის დისკრედიტაციას
  • 336ნახვები

ეს ფაქტი თავისთავად არის ამაზრზენი. ყველა ფაქტი, რომელიც ძალადობას ან ასეთ აგრესიასთან, ფემიციდთანაა დაკავშირებული, საშინელი მოსასმენია და ამ დროს არასწორი აქცენტები კეთდება. მინდა, რომ სწორად და მართებულად ვილაპარაკო იმაზე, რასაც ვფიქრობ. როდესაც აქცენტები კეთდება და ადანაშაულებენ თავისუფალ მედიას, თითქოს მედიას მიზანმიმართულად აქვს დასახული ეკლესიის დისკრედიტაცია, თითქოს ექსპერტები, თეოლოგები, პოლიტიკოსები და ა.შ. მიზანმიმართულად ახდენენ ამას, ეს არის არასწორი მიდგომა და დამოკიდებულება. უპირველეს ყოვლისა, თუ მიზეზებზეა ლაპარაკი, მიზეზი რა არის? ადამიანში მართლაც შეიძლება გაიღვიძოს მხეცმა და შეიძლება, მიიძინოს სამუდამოდ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მოქმედებით შეცდომა არ დავუშვათ. [...]

როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩემს თავსაც ვუსმენ, შეიძლება, მე დავუშვი შეცდომა უნებლიეთ, შეიძლება სხვამ, მაგრამ პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ და საკუთარ სულში, სად დავაკელით და არა იმ ინსტიტუციაზე და თავისუფალ მედიაზე, რომელიც არის თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე.

თქვა მამა ზაზა თევზაძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში.

25 ნოემბერს, ხაშურში, დედათა მონასტერს უცნობი პირები თავს დაესხნენ. ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მომხდარზე თქვა, რომ "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისი მტკიცებით, კრიტიკული მედია ეწევა.



ასევე ნახეთ
close დახურვა