logo
ENG


ედუარდ სააკაშვილი: ოცნების წარმომადგენლები უკვე აღიარებენ, რომ პრობლემა არის, რაც კარგია
  • 2028ნახვები

მე, ზოგადად, თუნდაც გუშინდელი მოვლენები, პოზიტიური მგონია იმ გაგებით, რომ უფრო და უფრო ცხადია მეტი ადამიანისთვის, რომ მამაჩემის მდგომარეობა მართლაც საკმაოდ მძიმეა. თუნდაც ეს იკითხება დღეს და გუშინ გაკეთებულ განცხადებებში, ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც უკვე აღიარებენ, რომ კი, პრობლემა არ არის, მაგრამ არ ხდება ამის პოლიტიზება და ა.შ, ისინი უფრო ამაზე საუბრობენ, ეს ძალიან კარგია და ეს პრინციპში, სწორი მიდგომაც არის. მეც ამას ვამბობ, რომ სიტუაცია არის მძიმე, რაღაც უნდა მოხდეს, შეიძლება რატი ბრეგაძე ამბობს, ჩამოიყვანოს ექიმი და ეს საკმარისია, მე ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ რომ უკვე ამაზე ვდავობთ და არა იმაზე, მართლა ცუდადაა თუ არა, ეს უკვე პროგრესია. როდესაც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ღიად, რომ შეიძლება მისი უცხოეთში მკურნალობა საჭიროა, ესეც პროგრესია და ესე იგი, იქმნება რაღაც ტიპის კონსენსუსი და ეს მე მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, ვთვლი, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გადადგამს სწორ ნაბიჯს და ეს იქნება მათთვის ძალიან კარგი და მე მგონი, საერთოდ არ დაზიანდებიან თვითონ, ალბათ პირიქით, იმიტომ რომ, ყველანი დავისვენებთ ამ საკითხისგან

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს უცხოეთიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას და მკურნალობის პროცესში ჩართვას სთავაზობს

 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა