logo
ENG


ილია II: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები, რაც ჩვენს წინაშეა
ილია II
04 დეკ, 2022 16:24
ილია II: ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ სირთულეები, რაც ჩვენს წინაშეა
  • 535ნახვები

გილოცავთ დღესასწაულს, ტაძრად მიყვანებას ყოვლადმწინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. რა გამოვიარეთ ჩვენ? ჩვენ გამოვიარეთ რთული გზა, – ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მე მინახავს წიგნი, სადაც ჩამოწერილია სახელები ადამიანებისა, რომელნიც დახვრიტეს კომუნისტებმა რწმენისთვის.

დრო შეიცვალა. დღეს მშობლების მოვალეობა არის, რომ აზიარონ შვილები სარწმუნოებას, აზიარონ ეკლესიურ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს.

იმედი მაქვს, შევძლებთ, დავძლიოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენთან არს ღმერთი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე ქადაგებისას.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა