ბოლო რამდენიმე დღეში ექვსი ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჰააგაში, ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილი მმართველი გუნდიდან მეორეა, ვინც ქართველი მებრძოლების დაღუპვას გამოეხმაურა. მანამდე, მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი, მეორე დღეს, გია ვოლსკიმ გამოუცხადა. 3 დეკემბერს უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ 5 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.