რა პოლიტიკა და რა დემოკრატია და რა იდეალები. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ფასეულობას.
ისტორიის წიგნში რომ წაიკითხავს ბავშვი: საუკუნეების განმავლობაში ქართველები ეწირებოდნენ იმპერიასთან ბრძოლას. 2022 წელს 33 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე და ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო. ისინი კი არ გლოვობდნენ. პატივით დაასაფლავეც არა, იგლოვეო. თქვი რომ სიკვდილი ცუდიაო, ოჯახს უთხარი "ვიზიარებო".
და მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: "არ ვიტყვი", "არ დაუვალებიათ და არ ვიტყვი", "ახალ წელს ნუ მიფუჭებ"...
ჩვენი ისტორიული მეხსიერება ბევრი რამით არის დამძიმებული და ახლა ამ წუთებშიც მძიმდება და მძიმდება.
წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე.
უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას მმართველი გუნდიდან მხოლოდ ორი წევრი: შალვა პაპუაშვილი და გია ვოლსკი გამოეხმაურა. ვოლსკიმ ოჯახის წევრებს სამძიმარი მებრძოლების დაღუპვიდან მეორე დღეს, პაპუაშვილმა კი მესამე დღეს გამოუცხადა.