logo
ENG


კალაძე: არავის მივცემთ უფლებას ბნელი, ბოროტი განზრახვებით გააქრონ საახალწლო დღესასწაულები
კახა კალაძე
08 დეკ, 2022 12:07
კალაძე: არავის მივცემთ უფლებას ბნელი, ბოროტი განზრახვებით გააქრონ საახალწლო დღესასწაულები
  • 490ნახვები

მინდა ყველას შევახსენო, რომ არსებობს გარკვეული თარიღები, რომლებიც გვინდა თუ არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, სჭირდება განსაკუთრებული აღნიშვნა, რადგან იმედის, სიხარულის და ბედნიერების განცდა აუცილებელია ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ასეთი თარიღია ახალი წელი. ვისურვებ, რომ არასდროს, მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არ გაჰქრობოდეთ ადამიანებს მისი სათანადოდ აღნიშვნის სურვილი. მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ჩვენს რეგიონშიც არის პრობლემები, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, ყველგან ცდილობენ იმას, რომ ადამიანებს მისცენ იმის შესაძლებლობა, რომ აღინიშნოს შობა-ახალი წლის დღეები. სამწუხაროა და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბოლო დღეებია ვისმენთ ამაზრზენ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელთა განხილვას აქ არ შევუდგები, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ არავის მივცემთ უფლებას მათი ბნელი, ბოროტი განზრახვებით ჩვენ საქართველოში და თბილისში გავაქროთ საახალწლო და საშობაო დღესასწაულები. არავის არ მიეცემა ამის უფლება და შესაძლებლობა. ახალი წელი და შობის დღეები ეს არის ის დღესასწაული, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი განსაკუთრებით ელოდება. ბავშვები, ყველა თაობის ადამიანები, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა