logo
ENG


სერგეენკო: ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა მიმდინარეობს არასწორად
  • 668ნახვები

პოლიტიკოსის განცხადება, იქნება ეს ადგილობრივი პოლიტიკოსი თუ ევროპარლამენტარი, არის დამაზიანებელი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი პაციენტის მართვაში არის პაციენტის დამყოლობა მკურნალობაზე. ასეთი ტიპის განცხადებები, როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას და პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი თუნდაც ერთი ფაქტორის გამო - აზიანებს პაციენტის დამყოლობას მკურნალობაზე. რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებას, მე ამას უბრალოდ არ ვეხები. იმიტომ, რომ ოჯახის წევრების პოზიცია გასაგებია და ისინი ცდილობენ, რომ რაც მათ ესმით, უკეთესი გააკეთონ ამისათვის...

ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. რაღაცნაირად უნდა გააცნობიერონ, რომ კლინიკური მართვა სხვა არის, პოლიტიკა სხვა არის.

მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა (ასეთი ტერმინი არის კლინიკურ მედიცინაში) მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად.

ამბობს ქართული ოცნების წევრი დავით სერგეენკო. გუშინ, 12 დეკემბერს ბრიუსელში ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ და მირიამ ლექსმანმა სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გაათავისუფლონ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.



ასევე ნახეთ
close დახურვა