logo
ENG


მელია ბრეგაძის განცხადებაზე: იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ სიცრუეს ყირაზე დააყენებს
ნიკა მელია
13 დეკ, 2022 23:18
მელია ბრეგაძის განცხადებაზე: იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ სიცრუეს ყირაზე დააყენებს
  • 875ნახვები

ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.

ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება, უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება.

ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა - სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს

მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა - მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია.

სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიმულირებს", ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას.

მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არის ოლიგარქის ინტერესი - არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება!

თუმცა ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ შეწყდება "სიმულაციური ქმედებები", იძულებული გახდებიან, გაასაჯაროონ გარკვეული ვიდეო მტკიცებულებები. 



ასევე ნახეთ
close დახურვა