logo
ENG


გრეგოროვა: თუ ყველაფერი შესრულდება ისე, როგორც EU-ის 12 პუნქტი ითხოვს, იქნება პროგრესი
  • 322ნახვები

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ამ კუთხით ბევრი პრობლემაა კონკრეტული ელემენტების დანერგვის გარეშე. ამიტომ, ეს 12 პუნქტი და რეფორმები საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და არ არის სივრცე იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესები ამ დაჩქარებული სქემით მიღებული კანონებისთვის. თუ ყველაფერი იქნება მიღებული ისე, როგორც EU-ის 12 პუნქტი ითხოვს, იქნება პროგრესი. საქართველომ თავად უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები მიზნების მიმართ და მინდა ვუთხრა ქართველ პოლიტიკოსებს, დაივიწყეთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, ერთად იმუშავეთ იმისთვის, რომ გახდეთ გეოპოლიტიკური პროექტის წევრი, რომელმაც შეასრულა ბევრი ადამიანის ოცნება

თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს საკითხზე დებატები მიმდინარეობდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა