logo
ENG


კრამონი: ივანიშვილი 10 წლის წინ დაგვპირდა შესანიშნავ დემოკრატიას, მივიღეთ ტყვე ქვეყანა
  • 510ნახვები

ჩემთვის რთულია აღიარება, მაგრამ საქართველო, რომელიც იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, ახლა ტყვე სახელმწიფოა. დემოკრატიული უკუსვლა უფრო და უფრო სწრაფდება, სასამართლოს სისტემას კლანი მართავს, გახმაურებული საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია, როგორიცაა ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა. მთავრობამ ასევე აიღო რამდენიმე მაგალითი პუტინის დეზინფორმაციის მეთოდიკიდან და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ის და NATO-ს წინააღმდეგაც კი. უსირცხვილო ტყუილია, რომ თურმე დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. მედიის თავისუფლება მეტად ზიანდება, მაშინ როცა პრორუსულ რადიკალებს საშუალებას აძლევენ, თავს დაესხან მედიასა და უმცირესობებს. ამ დემოკრატიული ხრწნის/ლპობის ფესვები არავინაა სხვა გარდა ქვეყნის ყველაზე დიდი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა. 10 წლის წინ ის დაგვპირდა შესანიშნავ დემოკრატიას, მაგრამ მოიტანა ტყვე ქვეყანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ისინი, ვინც ამას ვერ შეასრულებენ, პასუხს აგებენ მომავალ თაობებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზეზების გამო

თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს საკითხზე დებატების მიმდინარეობისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა