ხელისუფლებას ეშინია, საზოგადოებამ დაინახოს მიხეილ სააკაშვილი რა მდგომარეობაშია იმ ფონზე რა რიტორიკასაც ეწევიან. საუბარი იმაზე, რომ თურმე ის კარგად არის, არაფერი არ სჭირს, ამ ყველაფრის გაქარწყლება შესაძლებელია მხოლოდ ერთი საშუალებით - ეს არის ჩვენება მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებისთვის თუ როგორ არის. მე იმედი მაქვს რომ ჩართვა მაინც მოხდება დღეს, მისი ის ელემენტარული უფლება მაინც იქნება დაცული.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ბაჩო დოლიძემ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სხდომა იმართება. მოსამართლის ცნობით, სააკაშვილი დისტანციურადაც ვერ დაესწრება სხდომას, რადგან, მისი თქმით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ყოფილი პრეზიდენტი პროცესზე ჩართოს.