logo
ENG


ზარქუა ევროპარლამენტის დებატებზე: ვერ მოვისმინე, არგენტინა-ხორვატიას თამაში იყო, არ მეცალა
  • 596ნახვები

უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე თვალი, თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ისინი რომ იქნებოდნენ, ბუნებრივია რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას.

ვინც დაინახა რეფორმები, რასაც საქართველო ატარებს და ის შედეგები, რაც გვაქვს, როგორც ბატონმა ევროკომისარმა აღნიშნა, იქაც თუ იყო ამაზე საუბარი, ძალიან მადლობელი ვარ, მაგრამ იქ სადაც ფოტიგები, კუბილიუსები და კიდევ, კიდე ქალბატონ რაისას ვეძახი, ამისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა ამათგან საუბარი.

აქედან გამომდინარე, ჩემთვის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ობიექტურად მიმოიხილავს, მნიშვნელოვანია, ხოლო ფოტიგების, კუბილიუსების და ასეთების რეზოლუცია ჩემთვის არის ნული, ბოდიშს გიხდით, ეს არის ჩემი პოზიცია.

თქვა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ.

გუშინ ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ დებატები გამართეს და ოცნებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა