logo
ENG


კობახიძე: კორუფციის კუთხით პრობლემებია ევროპარლამენტში, ამის დასტურია გამართული დებატებიც
  • 432ნახვები

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემებზე, რომლებიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას თუ გათავისუფლებას, ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ევროპული ღირებულებების მთავარი შემადგენელი ნაწილი. როდესაც ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ელემენტარულ პრინციპს, სამართლის უზენაესობას არ სცემენ პატივს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება იყოს კავშირში, სერიოზული პრობლემებია ევროპარლამენტში. ის დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში, ამის დასტურია და დებატებიც, რომლებიც გაიმართა, ამის დასტურია

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც კანდიდატის სტატუსზე, ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე ისაუბრეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა