logo
ENG


კობახიძე ევროპარლამენტარებზე: პოლიტიკური ინტერესია, მოითხოვონ მეცენატი ივანიშვილის დასჯა
  • 599ნახვები

ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად მოტივირებული, ამის უკან რა დგას, საზოგადოებამ იმსჯელოს. აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, ერთის მხრივ მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება, მეორე მხრივ მოითხოვონ ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ეს არის მათი პოლიტიკური მოტივაცია. ამას საზოგადოება უყურებს, ასეთი ევროპა არ არის ევროპა. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რასაც ევროკავშირი ეფუძნებოდა ყოველთვის და ეს ადამიანები, ეს 10 კაცი, არ განასახიერებს არავითარი ფორმით ევროპას, იმიტომ რომ ევროპა არის ღირებულებები

 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც კანდიდატის სტატუსზე, ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ნიკა გვარამიას პატიმრობაზე ისაუბრეს.

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა