logo
ENG


ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
რატი ბრეგაძე
14 დეკ, 2022 22:07
ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
  • 391ნახვები

ეს [კადრები] ჩვენ გავასაჯაროვეთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგეხსენებათ ჩვენ რა პერიოდშიც ვიმყოფებით ახლა, მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად და მათ შორის, კიდევ უფრო მეტს. თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და კონკრეტულად მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნით და არასწორი სიუჟეტების წარმოდგენით, რომ თითქოს სახელმწიფო არის ადამიანების უფლებების დამრღვევი, ნურას უკაცრავად ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ეს გარკვეული მორალური მოსაზრებების გამო არ გავასაჯაროვეთ და მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ, იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. 

განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა