logo
ENG


ხაბეიშვილი კადრებზე: პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს აწამებენ, ამას გვაგუებენ, დაგვცინიან
  • 554ნახვები
პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს სამაგალითოდ აწამებენ და ამას გვაგუებენ, გვაყურებინებენ, დაგვცინიან და გვამცირებენ ...
 
საზოგადოება ნიჰილიზმში, უიმედობაში და სასოწარკვეთილებაშია ... დამარცხებული ხალხი ერთმანეთში ვეძებთ დამნაშავეს და გვინდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ჩვენი ბრალი არ არის, რომ სხვამ დააშავა, სხვამ ვერ შეძლო და ჩვენ არაფერ შუაში ვართ ...
 
ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ, აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე არ (ვერ) აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, პასუხისმგებლობას და ცდილობენ სხვას გადააბრალონ, ხელები შეაწმინდონ, მისი წილი ტალახი მოსცხონ ნაცვლად პასუხისმგებლობის აღებისა ...
 
დავაგვიანეთ ... სამაგიეროდ ახლა მაინც უნდა ვმობილიზდეთ. საკუთარ თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები და სრულად ვკონცენტრირდეთ მთავარ მტერზე - რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.
 
მოქმედება, მობილიზება და უკომპრომისო ბრძოლაა გამოსავალი. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ერთმანეთი ვიპოვნოთ, დავორგანიზდეთ და გადამწყვეტი ბრძოლა
დავიწყოთ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად.
დავარწმუნოთ ადამიანები, დავუბრუნოთ გამარჯვების იმედი და ყველა გახდეს თანამონაწილე რუსული რეჟიმის რღვევის საქართველოში, რაც საწინდარი იქნება მშვიდობიან, ერთიან და ძლიერს საქართველოში ვიცხოვროთ ყოველგვარი დაყოფის, პოლარიზაციის და დახლეჩვის გარეშე.
 
იყო საკმარისი დრო, შანსი, შესაძლებლობა და მოვედით იქამდე, სადაც ვართ ... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეუძლებელია. ამიტომაც უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, პრეზიდენტისთვის ...
ძალა ხალხშია.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი თავის Facebook გვერდზე. 

14 დეკემბერს, პენიტენციურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ამ კადრების გავრცელება "სისხლის სამართლის დანაშაულია, პატიმრის თანხმობა არ იყო." 



ასევე ნახეთ
close დახურვა