logo
ENG


არგანაშვილი: ვერ გათვალეს, შემთხვევით აჩვენეს, სააკაშვილის უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა
  • 287ნახვები

ვიდეო-კადრებით უნდოდათ ეჩვენებინათ, როგორი "არამძიმეა" პრეზიდენტის ფიზიკური მდგომარეობა. ვერ გათვალეს, რომ შემთხვევით აჩვენეს, როგორი უმძიმესია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. წამება და არასათანადო მოპყრობა სამართალში დიდი ხანია აღარ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკური იარაღით წამებას. არამედ, ძლიერ დამცირებას, ღირსების შელახვას - როდესაც სულიერი ტკივილი იმაზე დიდ ზიანს გაყენებს, ვიდრე ოდესმე ფიზიკური ტკივილი მოგაყენებდა. ამ ვიდეო კადრებით, სულიერი ტკივილის და არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთი ინციდენტი დაუმატეს. არასწორად ადარებთ პრეზიდენტს სხვა პატიმრებს. კომპარატორად უნდა აიღოთ სხვა პრეზიდენტები. აქ უშვებთ ტესტში შეცდომას. დამცირება, პიროვნების განადგურება, უწყვეტი დაცინვა, ღირსების გათელვით თვითდაზიანებამდე მიყვანა, სიცოცხლისთვის ჩირის ფასის დადება შეფასდება - როცა იქნება.

წერს PHR-ის დირექტორი, იურისტი ანა არგანაშვილი Facebook-ზე. 14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა