logo
ENG


წულუკაინი რეზოლუციაზე: ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად, წონა არ აქვს ჩემს თვალში
  • 348ნახვები

არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, მე ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, რადგან ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს – თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და გარდაცვლილი არაერთი ადამიანი ვიცით. თურმე ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, უბრალოდ, არავითარი ფასი და წონა არ აქვს ჩვენს თვალში

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

ევროპარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქადაა მოხსენებული და მის სანქცირებაზეა საუბარი. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა