logo
ENG


მდინარაძე: ამბობდნენ სააკაშვილი კვდებაო, თურმე არ კვდება, შეურაცხყოფას აყენებდა მედიკოსებს
  • 604ნახვები

თვეების განმავლობაში ცნობილი ნარატივი "კვდება" აღმოჩნდა ტყუილი. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, მაშინ ეს ადამიანი კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა მედპერსონალს. ეს მორიგი სპეცოპერაცია ჩავარდა და ახლა ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობაა გადატანა ფორმალურ საკითხებზე, რომლის ტესტიც ამ საკითხს უკვე ორჯერ გავლილი აქვს.

რაც შეეხება სიმულაციებს. ეს ადამიანი ორმაგი რეკორდსმენი გახდა. მან ყველაზე დიდი რეკორდი მოხსნა შიმშილობის თვალსაზრისით - 50 დღეზე მეტი იშიმშილა, ახლა რეკორდი მოხსნა მოკლე შიმშილობის თვალსაზრისით - 3 საათი იშიმშილა. ასეთ აბსურდულ რეალობასთან გვაქვს საქმე, რომელიც გამოაშკარავდება თუ არა, მაშინვე გადადის სხვა საკითხებზე აქცენტი, რომ მთავარი საკითხი, მისი სიმულაცია, გადაიფაროს.

ამბობს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

14 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა