logo
ENG


ზურაბიშვილი: ქვეყანაში ახლა პოეზიის დროა
  • 1060ნახვები

შეიძლება დღეს ვიღაცამ იფიქროს, აქ ვხედავ ჟურნალისტებს და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ, რა პოეზია, რის პოეზია, ქვეყანაში ასეთი სხვა აქტუალური თემები არის და გახლეჩილი არის ეს ქვეყანა და რა დროს პოეზიაა. 

სწორედ ახლა არის პოეზიის დრო. ახლა, როგორც არასდროს. თუ რამე არის, რამაც შეიძლება ერთგვარად გაგვაერთიანოს, ჩვენზე ზემოთ გვაყურებინოს, სხვა რამე დავინახოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულში და ჩვენს კულტურაში, ეს არის პოეზია და ძალიან გვჭირდება.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოვლისას, სადაც ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია და პოეზიის საღამო მიმდინარეობს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე ზურაბიშვილს მისი შეწყალებისკენ მოუწოდებენ. მათ შორის ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა გამოიყენოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა