logo
ENG


კობახიძე რეზოლუციაზე: რწმენით ვამბობ, გამორიცხულია, ამის უკან არ იყოს კორუფციული ინტერესი
  • 384ნახვები

რამდენიმე დღის წინ გასკდა ეს კორუფციული სკანდალი, რომელშიც ჩართული იყო ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი. ეს რეზოლუციაც არის სინამდვილეში სწორედ ამ კორუფციული პრობლემების გამოვლინება. აქ ერთ რამეს დავაკონკრეტებ, ჩვენ სანამ არ გვეცოდინება ფაქტი, რომ ვიღაცამ ფული აიღო, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ კორუფციას აქვს ბევრი გამოვლინება და მე პირდაპირ სრული რწმენით და ლოგიკით შემიძლია გითხრათ, რომ გამორიცხულია ამ რეზოლუციის ინიცირების უკან და ინიციატორების უკან, ყოველ შემთხვევაში უმეტესობის უკან არ იდგეს გარკვეული კორუფციული ინტერესები - ეს ფულია თუ სხვა რამეა, ეს შეიძლება ჩვენ ზედმიწევნით არ ვიცოდეთ, მაგრამ საზოგადოება ამას განსჯის.

 

ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.  ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს მიიღებო რეზოლუცია, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებაზე, ანტიდასავლურ თავდასხმებზე, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.



ასევე ნახეთ
close დახურვა