პრეზიდენტს [ზურაბიშვილს] არაფერს მოვუწოდებ... რაზე უნდა მოვუწოდო? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გვერდით ხდება წამება. ეს არის ფიზიოლოგიის დონეზე - ან შენ ეხმარები, ან შეგიძლია, წყნარად გააგრძელო, როგორც ახლა არის პოპულარული გამოთქმა "ყურადღებით დაკვირვება". ასე რომ, მე მგონია, რომ აქ რაღაც მოწოდებაზე ან პოზიციის გაზიარებაზე არ არის - აქ ინსტინქტებზეა ლაპარაკი და ინსტინქტებზე [პრეზიდენტს] ვერ მოვუწოდებ.
ბევრი მექანიზმი არსებობს. თუ არის პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მის ბრალეულობას როგორ შევხედოთ, ჩემი პოზიციიდან ყველაზე ადეკვატური - და არავის არაფერს მოვუწოდებ, ჩემთვის ყველაზე ადეკვატურია და ისედაც გამიკეთებია არაერთხელ მართლა ძალიან მძიმე დამნაშავეების მიმართ, სხვათა შორის და იქ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მძიმე დამნაშავეები იყვნენ - სასჯელის გადავადება. რატომ? ეს არის მექანიზმი როცა შენ არ შედიხარ სასამართლო გადაწყვეტილების განხილვაში, არამედ მარტო ფაქტს იღებ, რომ ამ ადამიანის, ასეთი მძიმე ავადმყოფის ტუსაღობაში ყოფნა არის წამება და ამ არგუმენტით წყვეტ წამებას.
განაცხადა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში მრგვალი მაგიდა.