logo
ENG


ნადირაძე: სააკაშვილის განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს
  • 730ნახვები

შემოსვლის დღიდან ეს არის: "თქვენ არ იცით რას მკურნალობთ“, „თქვენ ვერ დასვამთ დიაგნოზს"... შემოსვლის წამიდან შანსსაც არ გაძლევდნენ. შემოიყვანეს თუ არა ეს პაციენტი- "ეს გადასაყვანია, თქვენ არ იცით, ვერ მიხედავთ"- ეს უწყვეტ რეჟიმშია. ჩვენ 10 დღეში დავდეთ ყველაფერი, წინასწარი დიაგნოზებიც და მუდმივი აპელირება, რომ დიაგნოზები არ აქვთ, ეს სიცრუეა. ჩვენ გვაქვს დიაგნოზები. მუდმივი აპელირებაა - "ვერ მკურნალობთ, არ მკურნალობთ". გამიგეთ, ჩვენ შევედით წინასწარ წაგებულ ომში, იმიტომ რომ განკურნება არის გადავადებისა და გათავისუფლების საწინააღმდეგო მხარეს. ამიტომ, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროცესი გადავწონოთ. ჩვენ ვართ სამედიცინო მხარე, მაგრამ ჩვენი წარმატება გადავადებისა და გათავისუფლების სრულიად საწინააღმდეგო მხარეს ვდგავართ. ჩვენ ვართ მარტო ამ თვალსაზრისით და გარეთ ვინც არის, ექიმი, ექსპერტი, ადვოკატი, მომხრეები, ასე შემდეგ პოლიტიკური ისტებლიშმენტი, ვინც მის მხარეს არის, მთელი ეს ამხელა მანქანა მომართულია ჩვენკენ რომ თქვენ ამას ვერ იზამთ, არ გამოგივათ.

 

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა