logo
ENG


ხაბეიშვილი ბრეგაძეზე: მანიაკი და მკვლელია, ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს
  • 826ნახვები

რატი ბრეგაძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებს პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის მკვლელობაში. მას კიდევ ერთხელ შევახსენებ, პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ვინც უზრუნველყო მისი გერმანიაში განათლება და ეს განათლება მიიღო, რომ ადამიანი, პრეზიდენტი, მთავარსარდალი ციხეში უნდა მოკლას, მისი უფლებები უნდა დაარღვიოს მუდმივად? და პუტინს ჩააბაროს ანგარიში და აღლიცინოს რუსული პროპაგანდა? ეს ისწავლა გერმანიაში, როცა სააკაშვილის დაფინანსებით წავიდა? დღეს რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებდა, რომ თურმე ვინმე ოროსანია. თავისკენ მოიკითხოს ოროსნებიც და მკვლელებიც და მან და იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობენ სააკაშვილის წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში ყველგან შეექმნებათ პრობლემა.

მათ არ ექნებათ მოსვენება არც პარლამენტში და არც მის გარეთ. რატი ბრეგაძეს დღეს ღირსეული პარლამენტი არ უნდა უსმენდეს. ეს კაცი არის ჩამოყალიბებული მანიაკი და მკვლელი, რომელიც ბედავს იმ გასაჯაროებული კადრების შემდეგ და მოდის პარლამენტში ე.წ ანგარიშის ჩაბარებისთვის. ჩვენ ამაში მონაწილეობას, ცხადია, არ ვაპირებდით, თუმცა ჩვენმა პარტნიორებმაც ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს პროტესტი სააკაშვილთან დაკავშირებით როგორც ხალხში, ასევე პარლამენტში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნას.

თქვა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დატოვეს პარლამენტის სხდომა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძეს უსმენენ



ასევე ნახეთ
close დახურვა