logo
ENG


დეკანოიძე: დავიწყოთ მუშაობა სააკაშვილის სიაზე, რომელშიც შევა მისი უფლებების ყველა დამრღვევი
  • 608ნახვები

ძალიან მალე სტრასბურგში დაინიცირდება ყარა მურზას სია და ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მუშაობა სააკაშვილის სიაზე, რომელშიც შევა ადამიანის უფლებების ყველა დამრღვევი და ის წარმომადგენელი, ვინც ამ დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული. ამის მონახაზი უკვე არსებობს. მათ შორის, ვგულისხმობ კადრების გასაჯაროებას, რომელიც იყო პირდაპირი ნიშნული იმის, თუ როგორი ხარისხით უყურებს ხელისუფლება ადამიანს, პატიმარს, მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა