logo
ENG


ბაიდენი: უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რამის ნაწილია, მზად ვართ წინ აღვუდგეთ მჩაგვრელს
ჯო ბაიდენი
22 დეკ, 2022 01:51
ბაიდენი: უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რამის ნაწილია, მზად ვართ წინ აღვუდგეთ მჩაგვრელს
  • 428ნახვები

300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პუტინმა არაპროვოცირებული, ყოვლად გაუმართლებელი შეტევა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. 300 დღეა რაც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხი აჩვენებს ქვეყნის სიყვარულს და ხაზს ვუსვამ, უკრაინა გამძლე წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. თქვენ მოახდინეთ ძლიერი გამძლეობის დემონსტრირება ავტოკრატების მადის წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ თქვენი ქვეყნის დაპყრობა და ისინი ვერ შეძლებენ ამას, რადგან არ ხართ მარტო, გაგაჩნიათ სერიოზული მხარდაჭერა და არც არასდროს იქნებით მარტო, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდითაა და თაობები არასდროს ყოყმანობდნენ, რომ მხარი დაეჭირათ დემოკრატიისთვის. უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რამის ნაწილია, ამერიკელებმა იციან, რომ მაქსიმალურად უნდა დავდგეთ ამ მხარეს და წინ აღვუდგეთ საშინელ შეტევას სუვერენიტეტზე, დემოკრატიაზე. ჩვენ მაქსიმალურად გავუწევთ წინააღმდეგობას ასეთ შეტევას. ამერიკელები მზად არიან წინ აღუდგნენ მჩაგვრელს, წინააღმდეგობა გაუწიონ თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინა მზად იყოს თავის დასაცავად

თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა